კონტენტზე გადასვლა
მეწარმეობა: ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

მეწარმეობა: ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

სოფო გოდუაძე · 1 წთ საკითხავი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროგრამა – „მეწარმეობა: ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და ინოვატორებისთვის“ ჩატარდა.

მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ძირითად ტენდენციებზე, შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და ახალგაზრდების როლზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

დღევანდელი დღის სპიკერები იყვნენ:

  • ავთანდილ კასრაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე;
  • ოთარ ანთია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი;
  • ანა რიაბოშენკო – სსიპ შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი;
  • ნათია მეფარიშვილი – ქალთა ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე საქართველოში;
  • ვახტანგ ჭარაია – საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ვიცე – პრეზიდენტი;
  • ირაკლი ქაშიბაძე – Future Laboratory, CEO.

ასევე, ჩატარდა კონკურსი „იდეიდან ბიზნესამდე“, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანმა – თეა კბილცეცხლაშვილმა გახსნა. 

აღნიშნული პროექტის პარტნიორები იყვნენ:

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო;
  • სააგენტო “აწარმოე საქართველოში“;
  • შემოქმედებითი საქართველო;
  • მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში;
  • საქართველოს უნივერსიტეტის Startup Factory;
  • საქმიან ქალთა გაერთიანება და საქართველოსა და აზია–აფრიკის სავაჭრო –სამრეწველოს პალატა;
  • ჟურნალი ENTERPREUNER.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!