Orient logic-ის ორგანიზებით 30 მაისს, Radisson Blu Iveria-ში ინფორმაციული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება – “Security Day” ჩატარდა, სადაც Trend Micro და Wheel Systems-დან მოწვეულმა სპეციალისტებმა ინფორმაციულ და კიბერ უსაფრთხოებაში არსებული უახლესი ტენდენციები განიხილეს.
აღნიშნულ ღონისძიება მნიშვნელოვანია იმით, რომ საბოლოოდ გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც Orient Logic შვედეთში დარეგისტრირდა.
“Orient logic-ის შვედური ფილიალი მუშაობას ივნისიდან დაიწყებს. ამ ფილიალის მთელი არსი და აზრი არის ის, რომ:
პირველი – შევძლებთ ჩვენი ბიზნესის გლობალურად განვითარებას – საქართველოს ბაზარი საკმაოდ პატარაა, ახლა კი საშუალება მოგვეცა გავზარდოთ ჩვენი მასშტაბები და მეორე – შევძლებთ კვალიფიკაციის ამაღლებას. მოგეხსენებათ, სკანდინავიური კომპანიები ამ მხრივ ყველაზე განვითარებულები არიან, სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ასეთ განვითრებულ კომპანიებთან თანამშრომლობა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ორმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ქართულ კომპანიებში შვედური ცოდნა და გამოცდილება გავავრცელოთ და პირიქით, შვედეთს გავაცნოთ საქართველოს პრაქტიკები.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Orient Logic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
როგორც Wheel Systems–ის წარმომადგენელმა დარია დავიდჩუკმა აღნიშნა, მათი კომპანია იმედოვნებს, რომ Orient Logic-თან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რათა ხელი შეუწყონ ქართულ ორგანიზაციებს მათი უსაფრთხოების განვითარებასა და უსაფრთხოების სტანდარტებთან მიახლოებაში.
აღნიშნული ღონისძიების სპიკერები იყვნენ:
- Darya Davydchyk (Wheel Systems)
- Michal Jarski (Wheel Systems)
- German Pozankov (Trend Micro)
- Nikolay Romanov (Trend Micro)
- Michal Borowicz (Wheel Systems)