სამი გამომგონებელი მოსწავლე თამო მიქელაძე, ნინი ხუნძაყიშვილი და ანი თეთრაშვილი ზაფხულში NASA-ში გაემგზავრებიან, სადაც ჩაერთვებიან ერთკვირიან საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო და ტექნიკურ აქტივობას მოიცავს.

ყველაფერირობოტი ლაბორანტისშექმნის იდეით დაიწყო, რომელიც განხორციელების შემდეგ კონკურსზე Millennium Challenge Account – Georgia-ზე გაიტანეს და პირველი ადგილიც მოიპოვეს.

ვიფიქრეთ, რატომ არ შეიძლებოდა გაგვეკეთებინა უკვე რეალური და დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან მართვადი ლაბორატორია. შემდეგ ეს იდეა მენტორთან ერთად დავხვეწეთ და მუშაობა დავიწყეთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ დაინტერესებულ პირებს, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ ან მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ, ცოდნა არამხოლოდ წიგნების და ინტერნეტის მეშვეობით, არამედ, კვლევებით მიეღოთ და გაეაზრებიანთ მოვლენის ფიზიკური შინაარსი და ექსპერიმენტატორის უნარი ჩამოყალიბებოდათ.” – თამო მიქელაძე.

გამოგონების ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მსურველს ეძლევა საშუალება, “რობოტი ლაბორანტისდახმარებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დისტანციურად ჩაატაროს რეალური ცდები და ექსპერტიმენტები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაშიასევე, მსგავსი ინტელექტუალური მანიპულატორის საშუალებით ჩაატაროს სამუშაოები და ინფორმაცია მიუწვდომელი და მიუდგომელი ადგილებიდან მიიღოს.

გამომგონებლები პროექტის დახვეწას აპირებენ, რაც მათი თქმით, გარკვეულ დროს მოითხოვს.

წინა სტატიაევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე
შემდეგი სტატიაlingwing-ის აქცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი