6 მაისს, rooms hotels tbilisi–ში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით EuroDIG 2018-ის (ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე) ფორუმის დასკვნითი ეტაპი გაიმართა.
სესიები ჩატარდა შემდეგ თემებზე: Keynote, competition in a data-driven world, seedig messages, economic opportunities and security challenges, universal acceptance is the internet reaching the people it needs to, surveillance, lawvs and governments vs internet rigts, building on a blockchain, algorithms transparency, combatting hate speech at national level, example from Georgia, non-state actors in Europe and beyond, Your freedom of expression vs mine, converging markets and blurred borders, updates & developments, law and reality, govermment relations, eparticipation in shaping a greener environment, blockchain, challenges of cybercrime and transborder investigations, future of the IGF.
ასევე ჩატარდა ვორქშოპი თემაზე – Artificial Intelligence, ethics and the futre of work, სადაც ერთ-ერთი სპიკერი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული დეპარტამენტის თანამშრომელი – მარიამ შარანგია იყო. მან ძირითადად ხელისუფლების როლსა და სააგენტოს პროგრამებზე ისაუბრა.
„სააგენტოს აქვს სპეციალური პროგრამები იმისთვის, რომ ის წინააღმდეგობები და პრობლემები გადავჭრათ, რაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მოჰყვება. ჩვენს პროგრამებში შედის: ITსპეციალისტების გადამზადება, ადამიანების მომზადება ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის, ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება და ა.შ. ჩვენ გვყავს რამდენიმე სტარტაპი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, რაშიც ხელს ვუწყობთ მათ, როგორც ფინანსურად, ასევე კონკრეტული პროგრამებით.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას მარიამ შარანგიამ.
შეგახსენებთ, რომ YouthDIG 2018 3-4 მაისს, GITA–სა და rooms hotels lolita–ში გაიმართა, ხოლო EuroDIG 2018 5-6 მაისს, rooms hotels tbilisi–ში.
აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს – EuroDIG 2019-ს ამსტერდამი უმასპინძლებს.