ჰოლანდიურ თამაშების გამოფენა Indigo 2018–ზე 2 ქართული თამაში VR table_sports და Bolt storm მიიღებს მონაწილეობას.
- VR table_sports (HappyBat) – ეს არის სამი სამაგიდო თამაშის კრებული: Foosball, Ping-pong, Air Hockey. თამაში 2017 წელს შეიქმნა და უკვე დასრულებული სახითაა წარმოდგენილი. სამომავლოდ, HappyBat-ი კრებულში სხვადასხვა სამაგიდო თამაშის დამატებას გეგმავს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს მათი პირველი საერთაშორისო ფესტივალია, სადაც საკუთარი თამაშით წარდგებიან. ამას ემატება ისიც, რომ VR table_sports-ი HappyBat-ის პირველი თამაშია.
„ძალიან ბედნიერები ვართ და ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, იმედი გვაქვს პირველი ფესტივალი, სადაც ჩვენი პირველი თამაშით გავემგზავრებით წარმატებული აღმოჩნდება ჩვენთვის.“ – განაცხადა საშა შაფათავამ.
- Bolt storm (Kuality Games) – Dungeon Crawler-ის ჟანრის თამაშია, სადაც მოთამაშე მეფის როლშია, ქმნის არმიას და შემდგომ აკონტროლებს მათ. თამაში დაახლოებით წელიწადნახევარია პროდუქციაშია, თუმცა მასზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც Kuality Games-ში აღნიშნეს თამაში ახლა Beta სტადიაზე გადადის.
„ჩვენთვის Indigo 2018–ზე მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ 40 ჰოლანდიური თამაშიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ მიგვიჩნიეს. გამოფენაზე შარშანაც ვიღებდით მონაწილეობას, სადაც მე-3 ადგილის მფლობელები გავხდით, იმედი გვაქვს, რომ წელს პირველი ადგილით დავბრუნდებით“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Kuality Games-ის დამფუძნებელმა ლუკა კვირიკაშვილმა.
INDIGO – ეს არის კომპიუტერული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა ერვოპაში, რომელიც Dutch game garden–ის ორგანიზებით ყოველწლიურად ქალაქ უტრეხტში ტარდება. წლეს Indigo 2018 29 ივნისს ჩატარდება.
(https://www.dutchgamegarden.nl/indigo-2018-lineup-revealed/)