ჰოლანდიურ თამაშების გამოფენა Indigo 2018ზე 2 ქართული თამაში VR table_sports და Bolt storm მიიღებს მონაწილეობას.

  1. VR table_sports (HappyBat) – ეს არის სამი სამაგიდო თამაშის კრებული: Foosball, Ping-pong, Air Hockey. თამაში 2017 წელს შეიქმნა და უკვე დასრულებული სახითაა წარმოდგენილი. სამომავლოდ, HappyBat-ი კრებულში სხვადასხვა სამაგიდო თამაშის დამატებას გეგმავს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს მათი პირველი საერთაშორისო ფესტივალია, სადაც საკუთარი თამაშით წარდგებიან. ამას ემატება ისიც, რომ VR table_sports-ი HappyBat-ის პირველი თამაშია.

„ძალიან ბედნიერები ვართ და ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, იმედი გვაქვს პირველი ფესტივალი, სადაც ჩვენი პირველი თამაშით გავემგზავრებით წარმატებული აღმოჩნდება ჩვენთვის.“ – განაცხადა საშა შაფათავამ.

(VR Table sports Trailer)

  1. Bolt storm (Kuality Games) – Dungeon Crawler-ის ჟანრის თამაშია, სადაც მოთამაშე მეფის როლშია, ქმნის არმიას და შემდგომ აკონტროლებს მათ. თამაში დაახლოებით წელიწადნახევარია პროდუქციაშია, თუმცა  მასზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც Kuality Games-ში აღნიშნეს თამაში ახლა Beta სტადიაზე გადადის.

(Bolt storm – Beta Trailer)

„ჩვენთვის Indigo 2018ზე მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ 40 ჰოლანდიური თამაშიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ მიგვიჩნიეს. გამოფენაზე შარშანაც ვიღებდით მონაწილეობას, სადაც მე-3 ადგილის მფლობელები გავხდით, იმედი გვაქვს, რომ წელს პირველი ადგილით დავბრუნდებით“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Kuality Games-ის დამფუძნებელმა ლუკა კვირიკაშვილმა.

INDIGO ეს არის კომპიუტერული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა  ერვოპაში, რომელიც Dutch game gardenის ორგანიზებით ყოველწლიურად  ქალაქ უტრეხტში ტარდება. წლეს Indigo 2018 29 ივნისს ჩატარდება.

(https://www.dutchgamegarden.nl/indigo-2018-lineup-revealed/)

 

წინა სტატიაგადაწყვიტეთ ნებისმიერი სახის საყოფაცხოვრებო ან ბიზნეს ამოცანა
შემდეგი სტატიასაქართველოს უნივერსიტეტში “ბლოკჩეინ ფესტივალი” ჩატარდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი