Adsocial – ეს არის ახალი სტრატაპ პროექტი silentdisco-ს შემქმნელებისგან, რომელიც მომხმარებელს სოციალური მედიის მართვასა და ციფრული მარკეტინგის სერვისებს სთავაზობს.
„ჩვენი სერვისი თავისი ფასით და იმ შესაძლებლობებით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამორჩეულს გვხდის. ჩვენ დღეს არც თუ ისე ბევრ კომპანიას ვაწვდით სოციალური მედიის მართვის სერვის, მაგრამ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენივე პროექტების განვითარებაზე. ჩვენ სტარტაპ პროექტია silentdisco.ge, რომელსაც საზოგადოება მეტნაკლებად იცნობს ასევე, ვმუშაობთ ახალ პროექტზე avia.ge, რომელსაც საზოგადოება მალე გაიცნობს.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Adsocial-ის დამფუძნებელმა შოთა თელიაშვილმა.
ამ ეტაპზე Adsocial 3 პროდუქტს მოიცავს:
- სოციალური მედიის მართვა და ციფრული სარეკლამო კამპანიები;
- SEO ოპტიმიზაცია და დიაგნოსტიკის სერვისი;
- ტრენინგები, სადაც მონაწლეებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ “ნიშა” და ტრენინგის მიმდინარეობისას თავად შექმნან ინდივიდუალური პროექტი, რომელიც შესაძლოა რეალური შემოსავლის წყაროდ იქცეს.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენ ყველას ინდივიდუალურად თუ კომპანიის სახელით გარკვეული პასუხისმგებლობა გვაკისრია საზოგადოების წინაშე. ვფიქრობთ, რომ საზოგადების ცხოვრების გასაუმჯობესებლად საჭიროა მეტი სტარტაპ პროექტი, მეტი ახალი ბიზნესი, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სტარტაპ პროექტებს და 15 % ფასდაკლებას ვთავაზობთ ასევე, გვაქვს სურვილი სრული პაკეტით დავუჭიროთ მხარი ინოვაციურ სტარტაპ პროექტებს.” – აღნიშნა შოთა თელიაშვილმა.
სექტებრიდან Adsocial SEO-ს კურსებს ჩაატარებს და დაინტერესებულ პირებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.