25 ივნისს, კომპანია “კომპასი“ ეროვნულ ინტელექტუალურ ონლაინ ჩემპიონატს “ტვინების თამაში“ / Game of minds გამართავს.
ეს ჩემპიონატი არის ზოგადი განათლების, ერუდიციის, ინტუიციის, კარგი მეხსიერების წარმოჩენის და შეფასების საშუალება, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე.
ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეუსრულდა 13 წელი.
თამაშის წესები მარტივია, მოცემულია კითხვა და რამდენიმე სავარაუდო პასუხი, სადაც ერთ-ერთი სწორია. ყოველი ჩემპიონატი გამოირჩევა სხვადასხვა სახის კითხვით (სფეროთი და სირთულით) ასევე, ყოველი ჩემპიონატი გამოირჩევა დროის ხანგრძლივობით (10 წუთიდან – 20 წუთამდე).
გაიმარჯვებს ის მონაწილე, რომელიც ყველაზე მოკლე დროში ყველაზე მეტ სწორ პასუხს დააფიქსირებს.
გამოვლინდება 3 საპრიზო ადგილი:
1 – ადგილი 1000 ლარი
2 – ადგილი 300 ლარი
3 – ადგილი 100 ლარი
ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე – https://gameofminds.ge/ge/sign-up