სამხრეთ კორეაში მსოფლიოში ცნობილი და ნომერ პირველ კომპიუტერული თამაშ LOL-ის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართველმა ახალგაზრდებმაც მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ LOL-ის ჩემპიონატზე საქართველოს სახელი პირველად გაჟღერდა.

ფინალურ ეტაპზე გუნდთან ერთად სკოლა-ლიცეუმ სხივის მე-11 კლასელი მოსწავლე ნიკოლოზ ჩხაიძეც ასპარეზობდა.

„LOL (league of legends), რომელსაც სამხრეთ კორეაში რაინდების ბრძოლას ეძახიან, ახალგაზრდებში ერთერთი ყველაზე პოპულარული და რთული სპორტულკომპიუტერული თამაშია და მსოფლიო ტურნირში მოხვედრა და ასპარეზობა საკმაოდ რთული პროცესია. მიხარია, რომ მე და ჩემს მეგობრებს მოგვიწია ამ ჩემპიონატში მონაწილეობა და საკუთარი ძალების მოსინჯვა. ამ ეტაპზე კი უკვე ახალი გამოწვევებისთვის და ტაივანის ჩემპიონატისთვის ვემზადებით.“ – განაცხადა ნიკა ჩხაიძემ.

გუნდი დღეს უკვე ახალი ტურნირებისთვის ემზადება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია რამდენიმე საინტერესო ტურნირი მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას.

წინა სტატიაინტელექტუალური ონლაინ ჩემპიონატი “ტვინების თამაში“
შემდეგი სტატიაჰარი პოტერის საზაფხულო ბანაკი მომავლის პროფესიების და უნარების შესასწავლად

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი