ინოვაციებიDesign Thinking კრეათონიIrakli Kashibadze12 ივნისი 2018 · 1 წთ საკითხავიააგაქვს იდეა? გსურს შენი იდეა იქცეს რეალურ პროდუქტად? გსურს გაეცნო იდეის განვითარების თანამედროვე მეთოდებს, შეხვდე მენტორებს, დონორებს და შესაძლო ინვესტორებს? 16-17 ივნისს პლატფორმა ENTER უკვე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით იწყებს ახალ პროექტს „აზროვნების დიზაინის კრეათონი“, რომლის მონაწილეებსაც შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ არსებულ ან ახალ იდეებზე, ჩამოაყალიბონ გუნდები და გახდნენ პროექტის მონაწილეები. პროექტის შემდგომ ეტაპზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ 5 კვირიან სატრენინგო პროგრამაში, გაიარონ კონსულტაცია მენტორებთან, შექმნან პროტოტიპები საკუთარი იდეის გარშემო და წარუდგინონ პროტოტიპები ფართო საზოგადოებას. აზროვნების დიზაინი კრეატიული იდეების გენერირების თანამედროვე ტრენდული მეთოდოლოგიაა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ განავითაროთ იდეები და აქციოთ ისინი რეალურ პტოტოტიპებად, დატესტოთ და მოემზადოთ თქვენი ბიზნესის დაწყებისთვის. პროექტის პარტნიორები არიან : სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტი • Sabauni პროექტ 2 • Project 2 CDC-Creative Development Center Impact Hub Tbilisi ააწაიკითხეთ შემდეგMeta-მ მხოლოდ აუდიოს მქონე სათვალეები და უფრო თხელი დიზაინის Ray-Ban Gen 3 წარადგინა24 სექტემბერი 2026OpenAI ადამიანის მსგავს რობოტს შექმნის14 სექტემბერი 2026Bing Browser Chatbot თურმე რამდენიმე კვირაა GPT-4-ზე მუშაობს15 მარტი 2023გაზიარებაკომენტარები კომენტარის დაწერაჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!