27-29 ივნისს, ზუგდიდის ტექნოპარკში სტარტაპ კვირეული (startupweek) გაიმართება, სადაც განხილული იქნება: თუ, რა დაფინანსების წყაროები არსებობს სტარტაპებისთვის საქართველოში? რა დახმარებას სთავაზობენ სტარტაპებს ტექნოპარკი, ფაბლაბები და აქსელერატორები? ვინ არიან სტარტაპ მეგობრული კომპანიები და რა შეთავაზებები აქვთ მათ? როგორია სტარტაპული ცხოვრება და რა არის საჭირო წარმატებისთვის? როგორ აღმოვაჩინო საინტერესო იდეა და განვავითარო პროდუქტი? როგორ მოვიპოვო დაფინანსება ჩემი იდეისთვის?

სპიკერები იქნებიან: ანა პეტროვა, მარიამ კიკალეიშვილი, ზურაბ პერტაია, რუსუდან ჩაჩანიძე, ოლესეა ფორტუნა, ლაშა შარიქაძე, ლევან გოგიჩაძე, შალვა ოთანაძე, სანდრო კანდელაკი, ლევან მოლაშვილი, ლარისა პატარაია, ჯაბა ბურჯალიანი, ელენე ჟვანია, დმიტრო იარემკოვიჩი, დავით სვიმონიშვილი, ბექა დალაქიშვილი, გიორგი ლომიძე, გიგა ჩიტიშვილი, გევორგ პოღოსიანი, აიეტი კუკავა, ზურაბ კაზალიკაშვილი.

განრიგი:

27 ივნისი – სტარტაპ დაფინანსების წყაროების, ინკუბატორების და აქსელერატორების გამოსვლები; სტარტაპ მეგობრული კომპანიების გამოფენა.

ადგილი: ზუგდიდის ტექნოპარკი, 12:00–დან 18:00 საათამდე.

28 ივნისი – წარმატებული სტარტაპების გამოსვლები და გამოფენა.

ადგილი: ზუგდიდის ტექნოპარკი, 12:00–დან 18:00 საათამდე.

29 ივნისი – თემატური ტრენინგები და მენტორინგი სტარტაპ გუნდებისთვის.

ადგილი: ზუგდიდის ტექნოპარკი, 12:00–დან 18:00 საათამდე.

სტარტაპ კვირეული არის ღონისძიება სტარტაპებისთვის. მისი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას , დაამყარებენ საქმიან კავშირებს და შექმნიან ახალ შესაძლებლობებს. სტარტაპ კვირეულის ორგანიზატორები და დონორები არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო და თიბისი ბანკი.

ღონისძიებას მხარდამჭერას უწევენ: ქრაუდფანდინგ პლათფორმა – investme.ge, ილიაუნისა და კავკასიის უნივერსიტეტის აქსელერატორები, გლობალური სამეწარმეო ქსელი – GEN  Georgia

წინა სტატიარა პროფესიის ნიჭი გაქვთ
შემდეგი სტატიაშემოქმედებითი ინდუსტრიების ვებ-პლატფორმა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი