20 ივნისს, Radisson Blu Iveria Hotel-ში საერთაშორისო კომპანია Smile-Expo-ს ორგანიზებით „Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018“  ჩატარდება, სადაც მონაწილეები მიიღებენ კომპლექსურ ინფორმაციას საქართველოში არსებულ კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკურ და სამართლებრივ ასპექტებზე.

ღონისძიების ძირითადი თემები იქნება:
– კანონმდებლობა: კრიპტობიზნესის პერსპექტივა საქართველოში;
– მაინინგის თავისებურებები საქართველოში;
– ბიზნეს გადაწყვეტილებები ბლოკჩეინის ბაზაზე;
– კრიპტოვალუტები: 2018 წლის პერსპექტივა;
– ICO ინვესტორებისა და ორგანიზატორებისთვის;

კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ: ბლოკჩეინ-მეწარმეები, თრეიდერები, ინვესტორები, დეველოპერები, კრიპტო-ენთუზიასტები, საკანონმდებლო ექსპერტები.

სპიკერები იქნებიან:

  • ავთანდილ კასრაძე (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო), 
  • მარიამ ტურაშვილი (პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახური – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო),
  • ვანო ნარიმანიძე (ასოციაცია „ბლოკჩეინ საქართველო“), 
  • ალექს სუდაძე (ბიტკოინის საელჩო საქართველოში),
  • დავით კიზირია (Innovation and Development Foundation),
  • დენის ალეინიკოვი (Aleinikov & Partners), 
  • კატარინა გაიზელჰართი (PwC Germany),
  • გორდონ აინშტაინი (CKR LAW LLP).

ღონისძიების პარტნიორები არიან: ბლოკჩეინ – ინდუსტრიის დამფუძნებლები საქართველოში: Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy Georgia და Blockchain Systems Institute.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას გეგმავს 300-მდე დამსწრე საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

წინა სტატიაშემოქმედებითი ინდუსტრიების ვებ-პლატფორმა
შემდეგი სტატიაცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახურის ძიების სისტემა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი