საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით 13 და 14 ივნისს, 8 ქართველ სატარტაპს საშუალება მიეცათ Startup Grind London-ის ექსპოზიციაზე მიეღოთ მონაწილეობა.
აღნიშნული სტარტაპებია:
- V-Rex immersive
- Quickcash
- Pulsar AI
- Lingwing
- Winefinder და ახალგაზრდა ანტერპრენუარების სკოლა – Lingua
- Pick.ge
- Hony5500
- Netwise
“Startup Grind-ზე, რამდენიმე ქართული სტარტაპი იყო წარმოდგენილი და მათ შორის იყო ჩვენი კომპანიაც – lingwing.com. გამოფენაზე ჩვენი სტენდი გვქონდა, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხი მოდიოდა და ვაჩვენებდით პროდუქტს. საკმაოდ ბევრი საინტერესო კონტაქტიც მოვაგროვეთ. კარგი შესაძლებლობა იყო networking-სთვის და ერთგვარი მოთელვაც იყო ჩვენთვის, რადგან მომდევნო კვირას ლონდონის ელექტრონული სწავლების მასშტაბურ კვირეულს ვესწრებით LondonEdtechweek. იმედი გვაქვს, რომ პროდუქტიული იქნება ჩვენი ვიზიტი ინგლისში.” – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Lingwing.com-ის დირექტორმა ვატო ველიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, გლობალური ღონისძიება “Startup Grind Tbilisi-ს“ მიწვევით, ქართული სტარტაპები, კერძო კომპანიები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, 5 დღით, ლონდონში გაემგზავრნენ. ვიზიტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს აწარმოე საქართველოში პარტნიორობით შედგა და მის მიზნად საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა, ცოდნის გაღრმავება და საჭირო კონტაქტების დამყარება განისაზღვრა.
Startup Grind 2010 წელს დაარსდა და უკვე 115 ქვეყანაში, 300 ქალაქში, მათ შორის, უკვე თბილისშიც ფუნქციონირებს. სწორედ Startup Grind Tbilisi-ის მეშვეობით, წელს უფრო გაფართოებული წარმომადგენლობის ჩასვლა მოხერხდა ლონდონის კონფერენციაზე.
აღნიშნული ღონისძიების მონაწილეები არიან:
- Enterprise Georgia
- Georgian Innovation and Technolog Agency
- British Embassy
- Orient Logic
- Crystal Fund
- British Georgian Chamber Commerce
- Embassy of Georgia in UK
- European Business Association