გაინტერესებთ, როგორ დასაქმდეთ სამუშაო გამოცდილების გარეშე? – MyQ.ge – პასუხი თქვენს კითხვაზე.
MYQ.ge – არის დასაქმების ინოვაციური პლატფორმა, რომელიც შექმნილია, როგორც თანამედროვე HR-ების საქმის გამარტივებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ეძებს თავისი ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამის სამსახურს.
“ჩვენ შევქმენით სპეციალური თამაშები და ტესტები, რათა გავარკვიოთ აპლიკანტების რეალური შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები. მას შემდეგ, რაც კანდიდატები გაივლიან ტესტირებას, ჩვენ ვახდენთ, მათი შესაძლებლობების ციფრებში კოდირებას და HR-ებს ვაძლევთ საშუალებას ძალიან მარტივად გაფილტრონ და მოიძიონ სასურველი კადრები.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას MyQ.ge-ის დამფუძნებელმა ლადო ქარჩავამ.
პლატფორმის ამუშავებიდან ჯერ მხოლოდ ერთი თვეა გასული, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ბაზაში HR-ებმა დაახლოებით 100 მდე აპლიკანტის მონაცემები დაათვალიერეს და 10-მდე კადრი დაასაქმეს. საიტზე 2000-მდე აპლიკანტი და 15 კომპანიაა დარეგისტრირებული.
„ჩვენ შევძელით და შევაბრუნეთ არსებული დასაქმების სისტემა. ანუ MyQ.ge-ზე კადრები კი არ ეძებენ ვაკანსიებს, არამედ HR- ები და რეკრუტერები ეძებენ ვაკანსიებისთვის შესაბამის საუკეთესო კანდიდატებს.“- აღნიშნა ქარჩავამ.
პლატფორმის სამომავლო გეგმებში შედის:
- პროდუქტის უფრო მეტად დახვეწა;
- დამატებითი ფუნქციების ჩართვა HR-ებისა და აპლიკანტებისთვის;
- კანდიდატების ძიების კიდევ უფრო გამარტივება;
- ტესტების დიდი რაოდენობით დამატება;
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.
როგორც ისინი ამბობენ, თუ ყველაფერი წარმატებულად წარიმართება, საზღვრებს გარეთ გასვლასაც გეგმავენ. ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინ არის!