Apnisi სამომავლოდ IoT კონცეფციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგმას. კერძოდ: ვორქშოპების, სემინარების, ტრეინინგ კურსებისა და პრეზენტაციების სახით. 

„ვგეგმავთ მჭიდრო თანამშრომლობას სასწავლო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან საქართველოში.  გეგმაში გვაქვს ჩვენი ქსელი გადავაქციოთ IoT ციფრულ ინოვაციურ ჰაბად და ამ მიმართულებით დაინტერესებულ კერძო პირებს და სტარტაპებს მივცეთ საშუალება განავითარონ თავიანთი ბიზნეს იდეები, აპნისის, როგორც ტექნიკური ინფრასტრუქტურის ასევე ფართო საერთაშორისო კავშირების გამოყენებით.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Apnisi-ის წარმომადგენელმა გიორგი ბაქრაძემ. 

კომპანია Apnisi წარმოადგენს საქართველოში IoT ქსელის და სერვისების ოპერატორს, რომელიც 2016 წლის პირველ თვეს -იანვარში დაარსდა. სწორედ ამიტომ დაერქვა კომპანიას „აპნისი“ – ძველქართული იანვრის სახელწოდება.

გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, კომპანია წარმატებით თანამშრომლობს ახლოაღმოსავლეთის კერძოდ სპარსეთის ყურის ქვეყნების სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან.

„ჩვენ ვართ პირველები და ჯერჯერობით ერთადერთი ამ სეგმენტში. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება. ხოლო რაც შეეხება ტექნოლოგიას, ჩვენ მიერ ოპერირებული ქსელი გამოირჩევა: დაცულობით, ეკონომიურობით, ენერგოეფექტურობით და მომსახურების სიმარტივით.“ – აღნიშნა გიორგი ბაქრაძემ.

კომპანიის სერვისებია: LPWAN რადიო ქსელი, საკონსულტაციო სერვისები და მრავალფეროვანი პროდუქტები სასოფლო სამეურნეო, ენერგეტიკის, მუნიციპალური სერვისების მიმართულებით, როგორებიცაა: ჭკვიანი პარკირების სისტემები, ქალაქის განათების მართვა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მენეჯმენტი, ჭკვიანი მრიცხველები, ირიგაცია/მელიორაცია, დაცული ტერიტორიებისა და ტყის მასივების სახანძრო სისტემები და ნებისმიერი სხვა მიმართულება, სადაც საჭიროა ავტომატიზაცია და ტელემეტრია.

როგორც, კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ქსელის დაფარვის არეალს საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გაზრდიან. ასევე, პარალელურად მუშაობენ სხვადასხვა სპეციფიკური სერვისის განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად დაფარონ ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებები (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვადასხვა მუნიციპალური სერვისები)

წინა სტატია8 ქართველი სატარტაპი  Startup Grind London-ის ექსპოზიციაზე წარსდგა
შემდეგი სტატიაკიკვიძის პარკში „SHARING FEST 2018” გაიმართა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი