17 ივნისს, კიკვიძის პარკში ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით „SHARING FEST 2018” გაიმართა.
ფესტივალი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
- „1010 გზა, როგორ ვიყიდოთ ფულის გარეშე“ – მეორადი წიგნებისა და ტანსაცმლის გაცვლის კამპანია
- სპორტული აქტივობები
- ჩახუტების კამპანია
- ცოცხალი ბიბლიოთეკა
- ცოცხალი მუსიკა & DJ
- Stand-up Comedy
- იოგა
- შემოქმედებითი აქტივობები
- ნარჩენების გადამუშავების ვორქშოფი
- სოციალურ საწარმოების, სტარტაპების და ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა
სამაგიდო თამაშები - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს ფაბ–ლაბის აქტივობები: FAB SHOP, Lego Robotics, ლოგიკუმის ვორქშოფი
- კინო–ჩვენება [Pay it Forward]
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საკვებისა და სასმელების კუთხე, სადაც შეგეძლოთ საკვების შეძენისათვის თქვენ მიერ არჩეული (თქვენთვის ხელსაყრელი) ფასის გადახდა!
“Sharing Fest 2018” გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ფესტივალის ფარგლებში მიიღოთ ინფორმაცია ევროკავშირის პროგრამის „Erasmus +” შესახებ. გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩააბაროთ და ისწავლოთ საზღვარგარეთ, როგორ მიიღოთ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, როგორ გახდეთ მოხალისეები ევროპულ ქვეყნებში და ა.შ. ზემოხსენებულ ინფორმაციას მოგაწვდით და ყველა თქვენს შეკითხვას უპასუხებენ გამოცდილი წარმომადგენლები Erasmus+ Youth. საინფორმაციო ცენტრი საქართველოში და ასევე Erasmus Student Network–დან.
SHARING FEST არის ინტერდისციპლინური ფესტივალი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ინდივიდებს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომელთა მიზანია, თვით–გამოხატვით, შემოქმედებითი აზროვნებით და განათლებით პოზიტიური გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან:
- Generator 9.8 / გენერატორი 9.8,
- International Center for Peace and Integration – ICPI
- თბილისის მედიათეკა / Tbilisi Mediathek