Dezzinstudio-ს ვებ-გვერდის კონცეფცია ─ “order in chaos” მსოფლიოში ყველაზე დიდი კრეატიული პლათფორმის Behance-ის საუკეთესო ნამუშევრების კოლექციაში შევიდა.

Behance.net – წარმოადგენს კრეატიული ინდუსტრიის გლობალურ პლათფორმას, სადაც დიზაინერები, ფოტოგრაფები, სააგენტოები, სტუდიები და ა.შ. მთელი მსოფლიოდან თავიანთ ნამუშევრებს ტვირთავენ. გარდა იმისა, რომ საიტის მომხმარებლები აფასებენ პროექტს, ბიჰენსს ჰყავს პროფესიონალი კურატორების ჯგუფი, რომლებიც ინდივიდუალურად არჩევენ საუკეთესო პროექტებს. მაშასადამე, ეს არ ხდება არც ლაიქებით, არც კომენტარებით. სტატისტიკურად ბიჰენსზე ყოველდღიურად ატვირთული ათასობით პროექტიდან მხოლოდ 1% ხვდება featured gallery-ში.

პროექტების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ინოვაციურობას, ხარისხს, კრეატიულობას და შესრულებას.

სტუდია დეზინი სულ რაღაც ორი თვეა რაც ოფიციალურად არსებობს და მან, ამ ორი თვისგანმავლობაში მიიღო ვერცხლის ჯილდო Cannes Lions Georgia-ს შეჯიბრებაში (დიზაინისკატეგორიაში) და ცოტა ხნის წინ მათ ვებ დიზაინისპროექტი ბიჰენსის კურატორებმა საუკეთესო ნამუშევრების გალერიისთვის შეარჩიეს.

პროექტს რაც შეეხება, ის განსაკუთრებულია კონცეფციით და ვიზუალური ესთეტიკით. პროექტის კონცეფცია არის “წესრიგი ქაოსში”. ეს ორი ერთმანეთის საპირისპირო იდეა კი ერთმანეთს ინოვაციური გზით ერწყმის. ვიზუალური ელემენტების, ერთი შეხედვით, ქაოტური განლაგება სინამდვილეში ძალიან სიმეტრიულია. ყველა ობიექტს თავისი ადგილი აქვს და ეს ადგილი განისაზღვრება სხვა ობიექტის მდებარეობით. მაშასადამე, დიზაინში ყველა ელემენტი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მათ შორის უხილავი გრიდებია (grid system). შედეგად, პროექტის დათვალიერებისას თითქოს დიზაინში ქაოსია, მაგრამ სწორედ საიტის ამ განსაკუთრებული არქიტექტურის გამო, დამთვალიერებელი იღებს ვიზუალურ სიამოვნებას და შეგრძნებას, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა.

ბიჰენსის კურატორების გარდა, ამ პროექტმა საიტზე დარეგისტრირებული დიზაინერების მოწონებაც დაიმსახურა -https://www.behance.net/gallery/58540049/Club-web-site

წინა სტატიაAirhub – ინფრასტრუქტურული ობიექტების დრონით ინსპექტირება
შემდეგი სტატიაSchoolbook-ის სიახლეები ახალი სასწავლო წლისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი