Schoolbook-ი ახალ სასწავლო წელს ინოვაციური სიახლეებით გახსნის:
✓ ახალი სასწავლო წლიდან კომპანიის მომხმარებლები „სქულბუქის“ მობილური აპლიკაციით შეძლებენ სარგებლობას. სქულბუქის მობილური აპლიკაცია იქნება უფასო, ექნება iOS და Android – ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე;
✓ განახლდება SchoolBook 1.0 ვერსია. სისტემის ახალი ვერსია – SchoolBook 1.5 ვიზუალურად დაიხვეწება და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იგი სრულიად თავსებადი იქნება ყველა თანამედროვე ვებბრაუზერთან (Google Chrome, Opera, Mozilla და სხვა). შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც კომპიუტერებზე, ასევე პლანშეტურ მოწყობილობებზე.
✓ კომპანია მონაწილეობას მიიღებს თიბისის მიერ ორგანიზებულ პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსში და იბრძოლებს ფულადი ჯილდოს მოსაპოვებლად – „ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა!“ – აღნიშნესკომპანიაში.
✓ საერთო მიზნის მისაღწევად, კომპანია გეგმავსმჭიდრო თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და „სქულბუქის“ ყველა საჯარო სკოლაში დანერგვას.
✓ შემოდგომაზე განხორციელდება პროექტი –„სქულბუქი პედაგოგებისთვის“.
სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა Schoolbook, განკუთვნილია: სკოლის ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისათვის – მასზე წვდომა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი.
„სქულბუქი ხარისხია! სქულბუქი სიმშვიდეა! დარაც ყველაზე მთავარია, სქულბუქი ქართულია – ეს კი ნიშნავს იმას, რომ იგი მაქსიმალურადაა მორგებული ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია უწყვეტად ვითარდება და სქულბუქი კვლავ ბაზრის ლიდერია! ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნები ისე, რომ შეძლონ მათთვის სასურველი ბენეფიტების მიღება! სქულბუქი = მეტ სარგებელს, მეტ კმაყოფილებას, მეტ კომფორტს.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გიორგი ლიქოკელმა.
სქულბუქის პროგრამული უზრუნველყოფით დღეს, დაახლოებით 23 000 მომხმარებელი სარგებლობს.