20 ივნისს, Radisson Blu Iveria Hotel-ში საერთაშორისო კომპანია Smile-Expo-ს ორგანიზებით „Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018“ ჩატარდა, სადაც უკრაინისა და საქართველოს ბლოკჩეინ ასოციაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
კონფერენცია კომპანია Bixtrim-ის დამფუძნებელმა არტურ არაბიანმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. ასევე აღნიშნა ის ფაქტიც, რომ მართალია კრიპტოვალუტა საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, თუმცა მსგავსი სახის საერთაშორისო კონფერენციები აქ ჯერ არ ჩატარებულა. მსგავსი ღონისძიებები საზოგადოებას საშუალებას აძლევს უკეთ გაერკვიონ თუ რა არის ბლოკჩეინი, რა არის კრიპტოვალუტა, რომ ეს არ არის რისკი ან თაღლითობა, არამედ რეალური მომავალი და გზა ახალი შესაძლებლობებისთვის.
სესიები ჩატარდა შემდეგი თემებზე:
- Mining features in Georgia (Shota Siradze, Alex Sudadze, Vakhtang Gogokhia, Tornike Darjania)
- Blockchain technologies in the energy sector (Catherina Geiselhart)
- Bitforx (Giorgi Avaliani)
- Combinatorial innovation (Robert Viglione)
- The future of blockchain technologies in government control segment (David Kiziria, Giorgi Abramishvili, Avtandil Kasradze, Mariam Turashvili, Nikoloz Gagnadze, Davit Sivsivadze)
- State regulation of cryptocurrency in Georgia (Vano Narimanidze)
- How to create an effective legal framework to regulate blockchain-based business (Denis Aleinikov)
- The future of national cryptocurrerncy (Michael Chobanian)
- The Ukrainian way to blockchain (Natalia Drik)
- Understanding US Securities laws (Gordon Einstein)
- Success of ICO campaigns (Alex Sudadze, Andrew Thornhili, Sandris Murins, Igor Porokh, Gordon Einstein)
- Not all tokens are created equal (Lasha Antadze)
„უახლოესი 3-5 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით კიდევ, რამდენიმე კონფერენციას დავგეგმავთ, რადგან ინტერესი იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე ველოდით. მომავალ წელს, Blockchain & Bitcoin Conference Georgia ისევ ჩატარდება თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მასშტაბური და მაღალი დონის. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ წელს საქართველოში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო ინვესტიცია განხორციელდება.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Bitcoin embassy Georgia-ის დამფუძნებელმა ალეკო სუდაძემ.
ღონისძიების სპონსორები იყვნენ: Bixtrim, Bitforx, Zencash, Glorymine, Coin traffic.
მონაწილეები: Bitferma, Empleos, Coinmania, Keep my coin.
ხოლო პარტნიორები: Association blockchain Georgia, Bitcoin embassy Georgia, Blockchain system institute.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელარუსიის, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა.