ბლოკჩეინისაქართველოს ახალი მთავრობა ბლოქჩეინ ტექნოლოგიებს გამოიყენებსIrakli Kashibadze21 ივნისი 2018 · 1 წთ საკითხავიააპრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დროებითი მთავრობის 3 კვირიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც მან განაცხადა, რომ ყველა გადასახადი დღგ–ს გარდა იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით განვითარებული. „ჩვენ უნდა ავიღოთ ორიენტირი იმ ქვეყნებზე, რომლებმაც შეძლეს და მოახდინეს ციფრული რევოლუცია. ჩვენ დავიწყებთ საგადასახადო ადმინისტრირებას ახალი ტექნოლოგიებით. ყველა გადასახადი დღგ–ს გარდა იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით განვითარებული და შესაბამისად, ამოცანა მიეცემა ფინანსთა სამინისტროს, რომ მომავალი წლის განმავლობაში ამ საპილოტო პროექტის პრეზენტაცია გამართოს“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საგადასახადო ადმინისტრირების ნაწილში ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ქვეყანას პროგრესი აქვს, თუმცა ამ კუთხით ჩამორჩება იმ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა ციფრული ტექნოლოგიებით ეფექტურად იმართება. ააწაიკითხეთ შემდეგწლის პოპულარული NFT თამაშები16 ნოემბერი 2022პარიზის ბლოკჩეინის კვირეული ლუვრს Web3-ის სასახლედ გარდაქმნის21 ოქტომბერი 2022Telegram-ს აქვს Wallet 2.0 კრიპტო საფულე. ახლა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Toncoin საკომისიოს გარეშე31 აგვისტო 2022გაზიარებაკომენტარები კომენტარის დაწერაჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!