ახალი პაკეტი დამწყები ბიზნესებისთვის – „სიგმა სტარტრაპერისთვის“

Sigma group-მა თიბისი ბანკის პროგრამა – Startuper-თან  თანამშრომლობით სპეციალურად დამწყები ბიზნესებისთვის  ახალი პაკეტი – „სიგმა სტარტრაპერისთვის“ შექმნა.

მისი ფასი 600 ლარია თუმცა, მასში მომსახურების ფართო სპექტრი ერთიანდება. „სიგმა სტარტრაპერისთვის“ მოიცავს კომპანიის დარეგისტრირებაში დახმარებას, საოპერაციო გეგმის შემუშავებას, ბუღალტრული და საგადასახადო სისტემების აწყობასა და კონსულტაციას, ასევე ფინანსური და ბიზნესმოდელირების მიმართულებით დახმარებასა და ა.შ.

„სტარტაპერებს ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად ექნებათ  გამოყოფილი ტელეფონის ნომერი, ფიზიკური და იურიდიული მისამართი, სამუშაო სივრცე, ე.წ. ბოქს ოფისები, ეყოლებათ პერსონალური ასისტენტი, რომელიც შეასრულებს სტანდარტულ ბიზნესდავალებებს. ჩვენ დავეხმარებით დამწყებ ბიზნესებს მარკეტინგული მიმართულებითაც, რაც გულისხმობს კორპორაციულ შეთავაზებისა და  კომპანიაზე პრეზენტაციის მომზადებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ რამდენიმე მედიასაშუალებასთან და  მომხმარებლებს მათი პროდუქტების და მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაშიც ვეხმარებით.“ – განაცხადა Sigma group-ის გენერალურმა დირექტორმა გუგა აბაშიძემ.

 

სპეციალურ შეთავაზებაზე დეტალური ინფორმაციის მოძიება და რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: www.startuperi.ge

 

Sigma group პირველი ქართული ჭკვიანი ოფისია, რომელიც აერთიანებს მომსახურების სრულყოფილ პაკეტს ბიზნესებისთვის: ფიზიკურ და იურიდიულ მისამართს, ოფის-მენეჯერის, (გამოყოფილი ტელეფონის ნომერი, რომლითაც ოფისის მენეჯერი კომპანიის სახელით უპასუხებს ზარებს), პერსონალური ასისტენტის, ბუღალტერის, იურისტის მომსახურებას, ასევე სამუშაო სივრცესა და შეხვედრების ოთახებს. სერვისი განკუთვნილია ყველა ტიპის და ზომის ბიზნესისთვის.

 

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *