ბლოკჩეინი“ბლოკჩეინი და კრიპტორეგულაციები” – საქართველოს უნივერსიტეტში ხვალ სემინარი ჩატარდებაIrakli Kashibadze24 ივნისი 2018 · 1 წთ საკითხავიაა25 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის, ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს ორგანიზებით სემინარი – “ბლოკჩეინი და კრიპტორეგულაციები” ჩატარდება. სემინარი წარმოადგენს ფართო ინიციატივის ნაწილს, რომლის მიზანიცაა მოხდეს ბლოკჩეინ–ტექნოლოგიების სიღრმისეული კვლევა, მისი შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზი სხვადასხვა სფეროში. ღონისძიებაზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: დეცენტრალიზებული სისტემების ტექნოლოგია; ფული, მისი ფუნქცია და ევოლუცია; ჰაიეკი და “კერძო ფულის” იდეა; ფულის დეცენტრალიზაცია და კრიპტოვალუტები; სმარტკონტრაქტები და გონიერი აქტივების კონცეპტი; კრიპტოვალუტების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობის წინაპირობები; ელმართველობის ევოლუცია – eGov-დან GovTech-მდე; ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენების სფეროები საჯარო და კერძო სტრუქტურებში; საერთაშორისო გამოცდილება და რეკომენდაციები საქართველოსთვისა და ა.შ. ასევე, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იგეგმება კრიპტორეგულაციების მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავება. სპიკერები იქნებიან: დათა კიზირია პაატა შეშელიძე დავით სივსივაძე გიორგი პირველი სემინარზე დასწრება თავისუფალია. (https://www.facebook.com/events/199205830730250/) ააწაიკითხეთ შემდეგწლის პოპულარული NFT თამაშები16 ნოემბერი 2022პარიზის ბლოკჩეინის კვირეული ლუვრს Web3-ის სასახლედ გარდაქმნის21 ოქტომბერი 2022Telegram-ს აქვს Wallet 2.0 კრიპტო საფულე. ახლა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Toncoin საკომისიოს გარეშე31 აგვისტო 2022გაზიარებაკომენტარები კომენტარის დაწერაჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!