ჩინურმა ტელესაკომუნიკაციო სააგენტო TEENA-მ დაარეგისტრირა ახალი სმარტფონი Huawei nova 3. ეს არის პოპულარული საშუალო კლასის მოდელი. საიტებზე უკვე გავრცელდა რენდერები, რომლებშიც ჩანს მოწყობილობის დიზაინი.
Huawei Nova 3 ვიზუალურად ძალიან ჰგავს წლის დასაწყისში წარმოდგენის სმარტფონს P20 Lite-ს. ეს უკანასკნელი გარკვეულ ბაზრებზე ცნობილია nova 3e-ს სახელით. სმარფონის ეკრანი იქნება 19:9-ზე შეფარდებით. ეკანის მხარეს ჩაჭრილ ადგილას მოტავსებული იქნება კამერა, დინამიკი და სენსორები. უკანა მხარე შესრულებულია მინით, სადაც მოტავსებულია ორმაგი კამერა და თითის ანაბეჭდის სენსორი.
Huawei nova 3-ის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა ცნობილი. სავარაუდოდ, მოწყობილობა აღჭურვილი იქნება Kirin 710 პროცესორით, ექნება 4გბ ან 6გბ შიდა მექხიერება, გარე მეხსიერება კი: 62 ან 128გბ. მწარმოებლები სმარტფონის წარდგენას ამა წლის ივლისში აპირებენ.