25 ივნისს, მულტიფუქციურ სივრცეში „ტერმინალი“ Startup Grid თბილისის ფარგლებში ცნობილ Angel ინვესტორთან ზაკ კოელისთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც სტარტაპ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, მისი ინსპირაცია და გაერთიანება იყო.

როგორც ზაკ კოელისმა Navigator-თან საუბრისას აღნიშნა, მან თავად გამოთქვა სურვილი ჩამოსულიყო თბილისში და მეტი გაეგო ჩვენს ქვეყანაში არსებულ სტარტაპ ეკოსისტემაზე. მისი დაინტერესება საქართველოთი კი Startup Grid-ის გლობალურ ღონისძიებაზე „სილიკონ ველიში“ ქართველებთან შეხვედრამ გამოიწვია.

„წელს ჩვენ ვიყავით ამერიკაში საერთაშორისო Startup Grid-ის ღონისძიებაზე, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი სპიკერიდან ერთ-ერთი ზაკ კოელისი იყო, რომელიც დავაინტერესეთ ქართული სტარტაპ ეკოსისტემით. დღეს ის ძალიან დაინტერესებულია იმით თუ, როგორ ვითარდება საქართველო ამ კუთხით, გაიცნოს ქართული საინტერესო სტარტაპები და სავარაუდო Angel ინვესტორები და თუ ვინმეს დასჭირდება სილიკონ ველიში გასვლა, გამოდგეს ხიდად ან თვითონ გააკეთოს ინვესტიცია.“ – აღნიშნა Startup Grid თბილისის თანადირექტორმა გიორგი ტუხაშვილმა.

აღნიშნული ღონისძიება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ავთანდილ კასრაძის თქმით, ზოგადად საქართველოში კერძო სექტორის გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს ეკოსისტემა განვითარდეს. ის რჩევები, რომელსაც ზაკი ქართულ პოტენციურ ინვესტორებს მისცემს საქართველოს დაეხმარება, რომ აქაც შეიქმნას Angel საინვესტიციო ფონდები, ხოლო სტარტაპებს იმაში, რომ სწორად გაყიდონ თავიანთი პროდუქტი და მიიღონ ინვესტიციები.

ღონისძიების სპონსორები იყვნენ:

  • ორიენტ ლოჯიკი
  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
  • Menu.ge
  • პალიტრა მედია
  • აიმედია ჰაბი
  • Georgian Ventures

Startup Grid თბილისი ყოველთვიური სერიებია, სადაც ხდება სტარტაპების დამფუძნებლების ისტორიების გაზიარება და ქართული სტარტაპებისთვის თავშეყრისა და გაძლიერებისთვის გარემოს შექმნა.

წინა სტატიაყველაზე დიდი ფიტნეს პორტალი საქართველოში
შემდეგი სტატიაHuawei nova 3-ის დიზაინი რენდერებში გამოჩნდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი