კომპანია Xiaomi-მ ფიტნეს სამაჯურების ახალი მე-3 თაობა გამოუშვა რომელსაც დიდი სენსორული OLED ეკრანი აქვს, აკუმლატორის ერთი მუხტით 20 დღე მუშაობს და წყალში 50 მეტრამდე შეგიძლიათ ჩაძიროთ.
ბრასლეტზე შეგიძლიათ მიიღოთ შეტყობინებები სმარტფონში დაყენებული აპლიკაციებიდან და შემომავალი ზარების შესახებ. გაიგოთ მონაცემები ძილის ხარისხის შესახებ და ავტომატურად დაითვალოთ განვლილი ნაბიჯები. გარდა ამისა Mi Band 3-ზე შეგიძლიათ ნახოთ სამი დღის ამინდის პროგნოზი, დრო და სხვა და სხვა სპორტული აქტივობების ჩანაწერები.