გირჩი ბოტი პირველი პოლიტიკური ბოტია საქართველოში. ბოტს შეუძლია ადამიანებს დაეხმაროს სხვადასხვა თემაზე პასუხის მიღებაში, მაგ: სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, აუხსნას თუ, როგორ ხდება და რა პროცედურებია საჭირო ბიბლიურ თავისუფლებაში გაწევრიანებისთვის ასევე, ინფორმაცია მიაწოდოს გირჩის საპრეზიდენტო არჩევნების დაპირებების შესახებ და ა.შ.
ბოტს ასევე შეუძლია გაამხიარულოს ადამიანები, გაუგზავნოს სიმღერები, coub-ები, შეავსებინოს ქვიზები თან ისე, რომ თავი არ მოაბეზროს ადამიანს და პროცესიც მხიარული იყოს.
„ბოტის გაკეთება იმიტომ გადაწყდა, რომ მასში აღმოვაჩინეთ ბევრი ისეთი ფუნქცია, რაც ძალიან გამოსადეგია ჩვენთვის, გაგვიმარტივებს ადამიანებთან კომუნიკაციას. ასევე, ბოტს გარკვეული საკითხები, რომლის შესახებ მას უკვე აქვს ინფორმაცია, შეუძლია უფრო სწრაფად მიაწოდოს მომხმარებელს, ვიდრე ადამიანმა. სამომავლოდ ვაპირებთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი და საჭირო ფუნქცია ჩავამატოთ. მაგ: ბოტი შეძლებს, რომ თვითონ დაარეგისტრიროს ადამიანი ზურა ჯაფარიძის საარჩევნო კამპანიის მხარდამჭერად ასევე, შეეძლება youtube-დან ვიდეოების ავტომატურად გამოგზავნა, თემატურად.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას გირჩის ბოტის ტუტურმა ლევან ჯგერნაიამ.
როგორც აღმოჩნდა, ბოტი ძალიან მონდომებულია და აპირებს, ბევრი სიტყვა ისწავლოს და ბევრ საკითხზე ჰქონდეს ამომწურავი და საინტერესო პასუხი.