ერთ SD ბარათზე შესაძლოა მალე მთელი თქვენი მედია კოლექცია დაატიოთ მიუხედავად მისი ზომისა. SD Association-მა (ჯგუფი, რომელიც მეხსიერების ბარათების სტანდარტებს აწესებს) ახალი SD Express ფორმატის შესახებ გამოაცხადა.

ახალი სტანდარტი მონაცემთა გადაცემას 985 მეგაბიტამდე ზრდის და რაც უფრო შთამბეჭდავია მოცულობის ლიმიტი 2 ტერაბაიტიდან 128 ტერაბაიტამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ SD ბარათმა შესაძლოა მალე თქვენი ყველა მყარი დისკი ჩაანაცვლოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულზე მაღალი სიჩქარე გჭირდებათ.

რეალური მაგალითები, რომ მოვიყვანოთ ეს იქნება შესაძლებლობა მოვათავსოთ 25 000 HD ფილმი ერთ SD ბარათზე. თუ ჩავთვლით, რომ ტიპიური შეკუმშული ფოტოგრაფიის ზომა 500 კილობაიტია, მაშინ საუკეთესო SD ბარათზე 256 მილიონი სურათი დაგეტევათ და ორი ასეთი ბარათი სრულიად საკმარისი იქნება Spotify-ს 35 მილიონიანი აუდიოთეკის შესანახად.

ყველაზე მეტად ახალი სტანდარტი დაეხმარება კრეატორებს, რომლებიც 4K, 8K ან VR ვიდეოებს იღებენ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ 128 ტერაბაიტი თეორიული ლიმიტია. ჯერ კიდევ ძალიან იშვიათია 1 ტერაბაიტიანი ბარათები, ხოლო 512 გიგაბაიტიანის ფასი ასეულობით დოლარია. ალბათ უნდა მოემზადოთ “იპოთეკური სესხისთვის”, რომ შეძლოთ 128 ტერაბაიტანი ბარათის ყიდვა, რომელსაც ჯერ კიდევ წლები გვაშორებს.

წინა სტატიააღმოაჩინე საკუთარი საქართველო
შემდეგი სტატიაXiaomi Mi Max 3-ის ფასი პრეზენტაციამდე გახდა ცნობილი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი