Xiaomi Mi Max 3-ის პრეზენტაცია უნდა შედგეს 3 ივლისს, თუმცა სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლები უკვე დაიდო კომპანიის საიტზე. მართალია, საიტი დახურული იყო თუმცა ინსაიდერებმა სკრინშორიტი გადაუღეს. დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სმარტფონის ფასიც კი გახდა ცნობილი მის პრეზენტაციამდე.

გამოქვეყნებუილი ინფორმაციის თანახმად, Xiaomi Mi Max 3-ის ფასი ჩინურ ბაზარზე იქნება დაახლოებით 255 დოლარი. სმარტფონს ექნება 6 გბ ოპერატიული მეხსიერება და 128 გბ შიდა მეხსიერება.

Xiaomi Mi Max 3-ს სავარაუდოდ ექნება პროცესორი Snapdragon 636. სმარტფონი აღჭურვილია მეტალის კორპუსით და აქვს 6,99დიუმიანი ეკრანი გაფართოებით 2160×1080 პიქსელი. ფოტოშესაძლებლობებზე პასუხსისმგებელია ორმაგი კამერა მოდულით Sony IMX 363. გარდა ამისა  3 ივლისს ველოდებით უფრო ძლიერი მოდელის ანონსს, რომელიც არის Snapdragon 710 პროცესორის ბაზაზე შექმნილი ფლაგმანი Xiaomi Mi Max 3 Pro.

წინა სტატიაSD Express – მომავლის სტანდარტი მეხსიერების ბარათებში
შემდეგი სტატიაDigitalMate გამარჯვებულ სტარტაპებს მერკეტინგის მიმართულებით კონსულტაციებს გაუწევს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი