.. ღია ბანკინგის (Open Banking) სტრატეგიის დანერგვის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა ახალი სტრატეგიული მიმართულება – BOG ფინტექი შექმნა.

„ღია ბანკინგის კონცეფცია ხსნის ბანკის კარს ინოვატორებისათვის და ქმნის შესაძლებლობებს ახალი, ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი ფინანსური სერვისების შესაქმნელად. კერძოდ კი ეს არის წვდომა ბანკის ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე და სხვადასხვა რესურსზე ინოვაციური პროექტების ერთობლივად შესაქმნელად.“ – ნათქვამია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

BOG ფინტექი მოიცავს:

  • საქართველოში ფინტექ ქომუნითის განვითარებასა და ხელშეწყობას
  • ფინტექ სტარტაპების მხარდაჭერას მზა API სერვისებით, რომელიც ეტაპობრივად განვითარდება და დაიხვეწება
  • საქართველოში საუკეთესო ფინტექ სტარტაპების იდენტიფიცირებას და მათი მხარდაჭერას

აღსანიშნავია, რომ 4 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში გაიმართება პრეზენტაცია სახელწოდებით „ღია ბანკინგი და BOG ფინტექი“, რომლის ფარგლებშიც მოხდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმოხილვა, საქართველოს ბანკის ხედვებისა და სტრატეგიის პრეზენტაცია და პირველი API Sandbox-ის წარდგენა დაინტერესებული პირებისადმი. (http://www.fintech.ge/event/open-banking)

ხოლო 14 – 16 სექტემბრის ჩათვლით, სათაო ოფისი უმასპინძლებს პირველ ჰაკათონს ფინტექის თემატიკაზე. ღონისძიება მთლიანად დაეთმობა ფინტექის კონკრეტულ მიმართულებას – გადახდების მობილურ და ვებსერვისებს. სპეციალურად ჰაკათონისთვის, საქართველოს ბანკმა შექმნა API სენდბოქსი, რომელიც მოიცავს იმ სერვისებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება გადახდებზე ორიენტირებული პროექტების პროტოტიპების შექმნაში. http://www.fintech.ge/event/fintech

წინა სტატიაOnePlus ახალ ფლაგმანს უშვებს
შემდეგი სტატიაინოვაციური კრიპტო-პლატფორმა Bixtrim-ის წამახალისებელი კამპანია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი