Hardwareრა უნდა ვიცოდეთ Hardware წარმოებისთვის?Irakli Kashibadze1 ივლისი 2018 · 1 წთ საკითხავიაარა უნდა ვიცოდეთ Hardware წარმოებისთვის? ამის შესახებ 4 ივლისს, 19:00 საათზე ტექნოპარკში FABTALKS-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანიც ინოვატორებისთვის მოტივაციისა და ინსპირაციის მიცემაა. აღნიშნული შეხვედრის სპიკერი იქნება გამოცდილი ანტრეპრენიორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი – დავით ჩეჩელაშვილი, რომელიც თანადამფუძნებელია ხუთი გლობალური სტარტაპის ხელოვნური ინტელექტისა და იმერსიული ვიზუალიზაციის მიმართულებით. სპიკერი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებს წარმოებაზე და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ის სტარტაპებს და დაინტერესებულ პირებს მისცემს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოახდინონ დიზაინის ოპტიმიზაცია ხელშესახები პროდუქტის შექმნისა და წარმოებისთვის. ფაბლაბი – არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა და სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ️სწორედ ეს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია საუკეთესო შესაძლებლობაა ინოვატორებისთვის, რომ შექმნან ფიზიკური პროდუქტები და განახორციელონ საკუთარი იდეა. დასწრება თავისუფალია. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე – http://bit.ly/2tu0Ev9 ააწაიკითხეთ შემდეგNvidia-ს DGX Spark-ი 64GB RAM-ის მქონე ვერსიას იღებს, რათა ლოკალური მოდელების გაშვება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს2 ოქტომბერი 2026Meta-მ მხოლოდ აუდიოს მქონე სათვალეები და უფრო თხელი დიზაინის Ray-Ban Gen 3 წარადგინა24 სექტემბერი 2026Clicks Communicator დეკემბერში გამოვა 12 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და ორთვიანი უფასო ინტერნეტით19 სექტემბერი 2026გაზიარებაკომენტარები კომენტარის დაწერაჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!