რა უნდა ვიცოდეთ Hardware წარმოებისთვის?

ამის შესახებ 4 ივლისს, 19:00 საათზე ტექნოპარკში FABTALKS-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანიც ინოვატორებისთვის მოტივაციისა და ინსპირაციის მიცემაა.


აღნიშნული შეხვედრის სპიკერი იქნება გამოცდილი ანტრეპრენიორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტიდავით ჩეჩელაშვილი, რომელიც თანადამფუძნებელია ხუთი გლობალური სტარტაპის ხელოვნური ინტელექტისა და იმერსიული ვიზუალიზაციის მიმართულებით.
 
სპიკერი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებს წარმოებაზე და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ის სტარტაპებს და დაინტერესებულ პირებს მისცემს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოახდინონ დიზაინის ოპტიმიზაცია ხელშესახები პროდუქტის შექმნისა და წარმოებისთვის.

ფაბლაბი – არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა და სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ️სწორედ ეს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია საუკეთესო შესაძლებლობაა ინოვატორებისთვის, რომ შექმნან ფიზიკური პროდუქტები და განახორციელონ საკუთარი იდეა.

დასწრება თავისუფალია.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე – http://bit.ly/2tu0Ev9 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here