Apple-ის წლევანდელი სმარტფონების სამეულის ყველა შესაძლო რენდერი და პრევიუ უკვე ცნობილია მომხმარებლებისთვის და რა თქმა უნდა არც ერთი მათგანი საბოლოო ვარიანტს დიდი ალბათობით არ ასახავს. ახლა უკვე ცნობილი გახდა მიახლოებითი ტექნიკური მოაცემები, რადგან სამიდან ერთ-ერთი Geekbench-ის ტესტირებაში გამოჩნდა და ის გაუმჯობესებული პროცესორითა და გაზრდილი ოპერატიული მეხსიერებით გამოირჩევა.

ტესტირების მონაცემებზე დაყრდნობით მომავალი iPhone უახლეს iOS 12-ის მართვის ქვეშ გამოვდა D321AP პროცესორი ექნება, რომელიც Apple A11 Bionic ჩიპის განახლებული ვარიანტია. გარდა ამისა ახალ iPhone-ში იქნება 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსირება განსხვავებით iPhone X-ის 3 გიგაბაიტისგან. სმარტფონმა 4673 ბალი აიღო ერთბირთვიან ტესტში ხოლო 2 ბირთვიანში 10912. შედარებისთვის iPhone X-ის მაჩვენებელი 4200 და 10 000-ია შესაბამისად.

ახალი მოწყობილობის მოდელის აღმნიშვნელი ნომერია “iPhone11,2” რაც ახალი სახელის iPhone 11-ის ალბათობაზე მიუთითებს. მუხედავად ამისა Apple-მა შესაძლოა ახალ ფლაგმანს სხვა სახელი, თუნდაც iPhone X 2018 ან iPhone X Plus უწოდოს.

მოსალოდნელია, რომ Apple მომავალ iPhone-ებს ტრადიციულად სექტემბერში წარმოგვიდგენს. ფასები და ზუსტი თარიღები რა თქმა უნდა უცნობია.

წინა სტატიაPixelphone S1-ის აღწერა
შემდეგი სტატიაქართული ხელოვნური ინტელექტი მედიცინის დარგისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი