ქართული ხელოვნური ინტელექტი მედიცინის დარგისთვის

DigitalMed არის პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში, რომლის შემქმნელიც 19 წლის გეგა თათულიშვილია.

სპეციალურად შემუშავებული უნიკალური ალგორითმებით შექმნილი პროდუქტი სრულიად განსხვავებული და ახალი მიდგომებით ანაცვლებს დიაგნოსტიკის, ექიმთან კონსულატაციის პროცედურებსა და სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობას.

პროდუქტი ქართულ ენაზე ესაუბრება მომხმარებელს და შესაძლებლობას იძლევა გადაამუშაოს და გააანალიზოს მისგან მიღებული ინფორმაცია. დასვას პირველადი დიაგნოზი, გაუწიოს პაციენტს შესაბამის ექიმთან ვიზიტის კონსულტაცია, უზრუნველყოს შემდეგი კვლევების ჩამონათვალით.

DigitalMed განვითარებადია, მუშაობს მეგამონაცემთა ანალიზზე, დაფუძნებულია ხელოვნურ ნეირონულ ქსელზე და  იყენებს ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას.

პროდუქტი აერთიანებს სამედიცინო სფეროში დაგროვილ ცოდნასა და უახლეს კვლევებს, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო დანიშნულებითაც.

DigitalMed-ის განვითარების პროცესი მოიაზრებს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო ჩანაწერების გაერთიანებასა და ანალიტიკას, ქლაუდ სისტემაზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის მეგამონაცემთა ბაზის შექმნას.

DigitalMed გატესტილია მრავალჯერ და მზადაა გამოსაყენებლად. მისი შემქმნელი აპირებს, რომ ითანამშრომლოს კლინიკებთან და არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით. გეგას სურვილია, რომ ის ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს. სამომავლოდ კი DigitalMed-ს ახალი ფუნქციებიც დაემატება.

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *