5 წელზე მეტია ინტერნეტში ჭორაობენ Microsoft-ის საიდუმლო სმარტფონის Andromeda-ს შესახებ, რომელიც Windows 10 საოპერაციო სისიტემის მართვის ქვეშ იმუშავებს. საუბარია სრულფასოვან სამაგიდო Windows-ზე და არა რამე დაქუცმაცებული “სიმახინჯეზე” რაც მანამდე გამოდიოდა. მიუხედავად ამისა გამოცემა ZDnet-ის ინფორმაციით კომპანიამ სმარტფონი გამოსვლამდე ჩათვალა ჩავარდნილად და შესაძლოა ის საერთოდ არ ვიხილოთ.
როგორც ცნობილი ექსპერტი მერი ჯო ფოლი ამბობს, კომპანია Microsoft-მა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გლობალური რეორგანიზაცია გააკეთა, რომლის ფარგლებში თანამშრომლების დიდი რაოდენობა გაათავისუფლეს სამსახურიდან იმისთვის, რომ რესურსები უფრო პერსპექტიული პრექტებისთვის მიემართათ. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ Andromeda-ს წარმატება არ მოელის, ამიტომაც აღნიშნულ პროექტზე მუშაობა შეწყდა. ჯერ-ჯერობით უცნობია ეს გადწყვეტილება დროებითია თუ სამუდამო.
როგორც ჩანს 2018 წელს Surface Phone-ს ან მსგავს მოწყობილობას Windows 10-ის მართვის ქვეშ ვერ ვიხილავთ. ასევე შემცირდა პროდუქტის საერთოდ გამოშვების შანსიც და სავარაუდოდ საუბარი მის სხვა პროდუქტად, დიდი ზომის პლანშეტად გარდაქმნაზეა საუბარი.
კონცეფციის შეცლით Andromeda-ს აქვს შანის წარმატებაზე, რადგანაც ის დიდი ზომის კეცვადი კომპიუტერი იქნება, რომელიც კლასიკური Win32 აპლიკაციების გაშვებას შეძლებს. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ თუ წყარო სიმართლეს ამობს Microsoft-ის ხელმძღვანელობა აფსურდულად მიიჩნევს Windows 10-ის მართვით სმარტფონის გამოშვებას, რადგანაც მას არ შეეძლება კონკურენცია გაუწიოს Android და iOS მოწყობილობებს.