ინტერნეტში გავრცელდა Samsung-ის სმარტფონის პირველი რეალური ფოტოები. აღნიშნული სმარტფონი შემუშავებულია Android Go პროგრამის ფარგლებში. ეს იქნება ბიუჯეტური აპარატი მცირე ფუნქციონალითა და შესაბამისი პარამეტრებით.
სმარტფონი საკმაოდ კომპაქტურია. უკვე ცნობილია, რომ აქვს 5-დიუმიანი Super AMOLED ეკრანი. უკანა პანელზე მოთავსებულია მთავარი კამერა და მულტიმედიური დინამიკი. უფრო საინტერესოა პროგრამული უზრუნველყოფა. Android Go მოიაზრებს ოპერაციული სისტემის სპეციალური ვერსიის გამოყენებას, რომელიც ოპტიმიზებულია ბიუჯეტურ სმარტფონებზე. ყველა უკვე გამოსული Android Go-სმარტფონი თავისუფალია ყველა დამატებითი მოდულისაგან, რომელსაც მწარმოებლები აყოლებენ. თუმცა Samsung-მა გადაწყვიტა, რომ გამოიყენოს საკუთარი, საფირმო ინტერფეისი. აღნიშნული ინტერფეისი Samsung-ის ბოლო მოდელების მომხმარებლებისათვის კარგად ცნობილია.
არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, Android Go-სმარტფონს Samsung-ისაგან ექნება ოთხბირთვიანი პროცესორი Exynos 7570 სიხშირით 1,4გჰც, 1გბ ოპერატიული მეხსიერება, შიდა მეხსიერება – 16 გბ, 8მპ მთავარი კამერა და 5მპ წინა კამერა. გამოსვლის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.