ფიტნეს-ტრეკერი Xiaomi Mi Band 3 დიდი პოპულარობით სარგებლობს და თავის წინამორბედს გაყიდვებით გაუსწრო. გაჯეტს აქვს შეცვლილი დიზაინი და დამატებითი ფუნქიონალი – ბოლო განახლებით კი მისი შესაძლებლობები გაფართოვდა.
Mi Band 3-ის ერთ-ერთი შესაძლებლობაა Android-მოწყობილობის უხმო რეჟიმში მართვა ფიტნეს-ტრეკერის ეკრანზე დაჭერის საშუალებით. ამ გზით მომხმარებელს შეუძლია, გამორთოშ შემოსულის ზარების ხმა თითის ერთი მოძრაობით. ფუნქცია გამოსადეგი იქნება მათთვის, ვისაც მობილური ტელეფონისათვის შეხვედრებზე, ლექციებზე ხმის გამორთვა ავიწყდება ხოლმე, როდესაც სმარტფონის ჯიბიდან ამოღება პრობლემატურია.
მეორე ფუნქციას სეზონური ხასიათი აქვს და ეწოდება “მსოფლიო ჩემპიონატის ცხრილის შემხსენებელი”. როგორც სახელწოდება გვეუბნება, ის გვახსენებს როდის დაიწყება ფეხბურთის მატჩი და ა.შ. როდესაც მოვლენამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი, სამაჯური ვიბრირებს.
Xiaomi Mi Band 3-ის განახლებისათვის საჭიროა ჩაიწეროთ აპლიკაცია Mi Fit და მისი საშუალებით დააყენოთ განახლება.