ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ უცხოელ ინვესტორებთან ერთად სტარტაპების დაფინანსების რამდენიმე მიმართულება უკვე განიხილა.

“ჩვენი ახალი რეფორმული სტრატეგია სწორედ იმას მოიცავს, რომ სახელმწიფო დაფინანსების წილი შემცირდეს სტარტაპების დაფინანსებაში და გაიზარდოს უკვე კერძო სექტორის მიერ ჩადებული თანხების მოცულობა. ჩვენ ვაპირებთ დიზაინი გავაკეთოთ ისე, რომ კერძო სექტორმა საუკეთესო მსოფლიო გამოცდილების დაყრდნობით შეძლოს და შექმნას ენჯელური საინვესტიციო ფონდი იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ” – ავთანდილ კასრაძე.

სტარტაპ საინვესტიციო ფონდში კაპიტალს, როგორც უცხოელი, ისევე ქართველი ინვესტორები ჩადებენ, ხოლო ფონდის მენეჯმენტი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.

საქართველოში სტარტაპების პირველადი დაფინანსების ფონდს კანონი ჯერ არ არეგულირებს. ქვეყანაში მათი რაოდენობა კი ბოლო წლებში სწრაფად იზრდება, თუმცა ზუსტი სტატისტიკა ამ დრომდე არ არაებობს.

წინა სტატია“ჩართე” სკოლის მოსწავლე ინტერნეტში
შემდეგი სტატიაSevan Startup Summit 2018-ზე გასამგზავრებლად საინტერესო კონკურსი მიმდინარეობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი