Papp – BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და თიბისის პროგრამა სტარტაპერის ერთობლივი 3 თვიანი სტარტაპ კურსის გამარჯვებული პროექტია.

ეს არის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს აპლიკაციის მეშვეობით ვიპოვოთ თავისუფალი პარკინგი და სურვილის შემთხვევაში მოვახერხოთ რამდენიმე წთ/სთ-ით ადრე დაჯავშნა.

ყველა პარკინგს ექნება განსხვავებული ღირებულება, რომელიც განისაზღვრება დროისა და ადგილის შესაბამისად. სისტემის ასაწყობად გამოყენებულია სმარტ ტექნოლოგიები და შესაბამისად ეს იქნება სრულიად ჭკვიანი სისტემა.

“მართალია ჩვენ დამწყებები ვართ მაგრამ გვაქვს იმის საშუალება, რომ სხვა დიდი კომპანიების გამოცდილეიდან ვიხელმძღვანელოთ და გავითვალისწინოთ მათი, როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები და ჩვენი სისტემა ვაქციოთ იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული. მართალია სხვა კომპანიებიც იყენებენ მსგავს ტექნოლოგიებს, მაგრამ იმ დანიშნულებით, როგორც ჩვენ ვაპირებთ სისტემის გამოყენებას ინოვაციურს და სხვებისაგან განსხვავებულს გვხდის. ასევე დავამატებ, რომ ტექნიკური მხრივ გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ შექმნილი მოწყობილობა რაც, რა თქმა უნდა თავისხმრივ ხარჯსა და რისკებს შეგვიმცირებს.” – განაცხადა Navigator-თან საუბრისას პროექტის მენეჯერმა გუგა გიორგაძემ.

ინვესტიციებს და დაინტერესებას რაც შეეხება, Papp-მა ძალიან მცირე პერიოდში მოახერხა, როგორც პოტენციური მომხმარებლის, ასევე იმ სექტორის დაინტერესება, რომელთანაც სამომავლოდ შესაძლებელია ინვესტირების კუთხით თანამშრომლობა.

“სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენი სტარტაპის წარმატების შემთვევაში ეს სისტემა ქუთაისსა და ბათუმშიც დავნერგოთ და ამის შემდგომ უკვე საერთაშორისო დაინტერესებასაც დაველოდებით.” – აღნიშნა პროექტის მენეჯერმა.

წინა სტატიაSevan Startup Summit 2018-ზე გასამგზავრებლად საინტერესო კონკურსი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიარობოტი სოფია 17-19 ივლისს თბილისში “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტზე წარსდგება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი