კომპანია „კრიპტომატი“ ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. მისი ძირითადი საქმიანობა საქართველოში კრიპტოვალუტის ATM-ების − კრიპტომატების − განთავსება და ოპერირებაა.

კრიპტომატების საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მარტივად, რამდენიმე წუთში ეროვნულ ვალუტაში განახორციელოს კრიპტოვალუტის (ბიტკოინი და ლაითკოინი) ყიდვისა და განაღდების ოპერაციები. ამისათვის კი, მომხმარებლის მხრიდან, მხოლოდ ციფრული საფულის QR-ის დასკანერება და მობილურ აპლიკაციაში ტრანზაქციის დადასტურებაა საჭირო.

აღსანიშნავია ისიც, რომ აპარატი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, იგი აღჭურვილია ბრაელის შრიფტით.

ამ ეტაპზე, კრიპტომატებით სარგებლობა თბილისში, სამ ადგილზეა შესაძლებელი:

გალერია თბილისი

თბილისი მოლი

კაზინო აჭარა (კაზინო აჭარაში მდებარე კრიპტომატით სარგებლობა მომხმარებელს 24 საათიან რეჟიმში შეუძლია)

კომპანიის ქოლცენტრიც 24/7-ზე ფუნქციონირებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, უწყვეტ რეჟიმში გაუწიონ დახმარება მომხმარებელს, იქნება ეს ინფორმაციის მიწოდება თუ ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრა.

“კომპანია სერვისს ახორციელებს ამერიკული წარმოების უმაღლესი ხარისხის, უახლესი ორმხრივი (ე.წ. two-way) აპარატებით − რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ყიდვისა და გაყიდვის/განაღდების ოპერაციები ერთ აპარატშივე ხორციელდება. ონლაინ ბირჟებისგან განსხვავებით, კრიპტომატით ტრანზაქცია რეგისტრაციისა და სხვა დამატებითი პროცედურების გარეშე ხორციელდება, რაც მომხმარებელს დროისა და ენერგიის დაზოგვაში ეხმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ ოპერაციის შესასრულებლად მომხმარებელს საბანკო [პლასტიკური] ბარათის გამოყენება არ სჭირდება − ტრანზაქციები ნაღდი ფულით ხორციელდება. თითეული ტრანზაქციის დროს მომხმარებელს 14 000 ლარის განაღდება შეუძლია.” – განაცხადა Navigator-თან საუბრისას „კრიპტომატი“-ს დირექტორმა იოსებ ბოლქვაძემ.

წლის ბოლომდე იგეგმება კრიპტომატების საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსება, მათ შორის ისეთ დიდ ქალაქებში როგორიცაა: თელავი, ბათუმი, ქუთაისი.

ასევე, თბილისშიც კიდევ 15-მდე ობიექტი დაემატება, რათა კრიპტომატები მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

რაც შეეხება თავად კრიპტოვალუტების მხარდაჭერას, ბიტკოინის და ლაითკოინის გარდა, უახლოეს მომავალში კრიპტომატში ტრანზაქციის შერულება ბიტკოინ ქეშსა და ეთერიუმშიც იქნება შესაძლებელი.

წინა სტატიარობოტი სოფია 17-19 ივლისს თბილისში “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტზე წარსდგება
შემდეგი სტატიატექნოლოგიური შეხვედრების სერიის პირველი ივენთი თიბისისგან

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი