ტიუმენის ფედერალური ცენტრის ნეოროქირურგიის ცენტრში 13 წლის გოგონას ტვინზე უკეთებდნენ რთულ ოპერაციას, რომელის დროსაც ექიმებს გაეთიშათ ყველა მოწყობილობა. როგორც გაირკვა ამის მიზეზი იყო ვირუს Purgen-ზე ხაკერული შეტევის განხორციელება. ამის შესახებ განაცხადა გერმან გრეფმა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონგრესზე.

“ტიუმენის ფედერალური ცენტრის ნეიროქირურგი ალბერტ სუტიანოვი აკეთებდა ძალიან რთულ ოპერაციას ცამეტი წლის ბავშვის თავის ტვინზე. ამ ოპერაციის მიმდინარეობისას კლინიკური ცენტრი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. გაითიშა ყველა კომპიუტერული სისტემა, ყველა მოწყობილობა რომელიც ოპერაციისთვის საჭირო იყო,” – განაცხადა გერმან გრეფმა კონგრესზე გამოსვლისას.

თანამშრობლების განცხადებით, ექიმები არ დაიბნენ და მოახერხეს ოპერაციის წარმატებით დასრულება ფაქტიურად ყოველგვარი ინსტუმეტის გარეშე. ამ საქმეში დიდი როლი ითამაშა ალბერტ სუტიანოვის გამოცდილებამ. შემდგომ კი ექიმი დაუკავშირდა გერმან გრეფს პრობლემის დადგენისათვის.

წინა სტატიაგეიმერების რეალური რაოდენობა Steam-ზე
შემდეგი სტატიაLG-მ კალამი-სმარტფონი დააპატენტა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი