სმარტფონის მოქნილი ეკრანი დიზაინერებს საშუალებას აძლევს აწარმოონ ნებისმიერი ექსპერიმენტი მობილური მოწყობილობის ფორმასა და შესაძლებლობებზე. მაგალიტად, კომპანია LG-მ დააპატენტა გაჯეტი, რომელიც არის ძალიან ჩვეულებრივი კალმის ფორმის. ის აღჭურვილია ორი ეკრანით და ფუნქციონალით სხვა სმარტფონებს არ ჩამოუვარდება.
აღწერის მიხედვით, კალამ-სმარტფონს აქვს ერთი მცირე ზომის ეკრანი შეტყობინებების საჩვენებლად, მეორე ეკრანი შედარებით დიდია და კორპუსიდან მოძრაობს სასურველი მიმართულებით. მისი საშუალებით შესაძლებელია მიმოწერა, ვიდეოების ყურება, ინფორმაციის მოძიება ბრაუზერში – მოკლედ ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივ სმარტფონში გავაკეთებდით.
მოწყობილობაში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი სენსორი: კომპასი, გინოსკოპი, კამერა და განბლოკვისათვის თითის ანაბეჭდის სკანერიც კი აქვს. ყველაზე საინტერესოა, რომ კალამი პირდაპირი დანიშნულებითაც ფუნქციონირებს – მისი საშუალებით დაწერილი ციფრულ ფორმატში გადაეცემა მოწყობილობას.