მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პარლამენტში საჯარო სკოლებში „ციფრული სკოლის კონცეფციის“ დანერგვაზე ისაუბრა.
„ციფრული სკოლის კონცეფციის ფარგლებში ყველანაირი ელექტრონული საშუალება გამოიყენება, ტექსტუალური, ვიდეო მასალები, განმავითარებელი პროგრამები და ა.შ. ჩვენ თუ გვინდა შედეგზე ორიენტირებული მიდგომა, მთავარი ფაქტორი უნდა ითამაშოს ტექნოლოგიებმა, რომელზეც წვდომა ექნება ნებისმიერ მსურველს ვისაც მისი გამოყენა უნდა. ბავშვები კარგად ფლობენ მობილურ პეტეფონებს, პლანშეტებს. რატომ არ გამოვიყენოთ ეს საშუალებები და ის საგანმანათლებლო კონტექსტში არ გადავიტანოთ? ჩვენ ამას კი არ უნდა ვებრძოლოთ, ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ.“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ციფრული სკოლების იდეალური მოდელი ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეული მოზარდისთვის.