Apple აწარმოებს პოპულარულ მოწყობილობებს და არის ერთ-ერთი წამყვანი IT-კომპანია. მაგრამ ბევრი დარწმუნებულია, რომ ის ბაზარზე ვერ შემოიტანს რაიმეს ნამდვილად ახალს. ამ დებულებას ეთანხმება ანალიტოკოსი ტონი საკონაგი. ის მიიჩნევს, რომ “ვაშლოვანი” კორპორაცია ინოვაციურ სფეროში არასაკმარისი თანხის ინვესტიციას ახდენს – განსაკუთრებით კი კონკურენტებთან შედარებით.

ტონი საკონაგის განცხადებით, გასულ წელს Apple-მა დახარჯა 12,7 მილიარდი დოლარი განვითარების კვლევაში, ეს არ არის საკმარისი. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასულ წელს ამ მიმართულებით გაცილებით მეტი დახარჯა, ვიდრე ჩადო ინვესტიცია ახალ პროდუქტებში 1998 წლიდან 2011 წლამდე, როდესაც გამოჩნდა iPhone, iPad და iPod. კომპანიას ინოვაციებში ეხარჯება თავისუფალი რესრურსიდან პროცენტულად ყველაზე მცირე რაოდენობა, ვიდრე კონკურენტებს. კოპმპანია მხოლოდ 5,1%-ს ხარჯავს კვლევებში. ვაშლოვანი კომპანია კაპიტალიზაციით აშშ-ში პირველ ადგილზეა, ხოლოდ გასავლით მხოლოდ მეექვსეზე.

“სხვა ბლოგბასტერების გამოშვების შეუძლებლობა თავად კომპანია Apple-ს უფრო აღაშფოთებს საკუთარი მაშტაბებისა და რესურსების გათვალისწიენებით. მას სჭირდება მნიშვნელოვანი დაბანდება კვლევებსა და განვითარებაში, რათა აყვეს ინოვაციებს,”- აცხადებს ანალიტიკოსი.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ Apple მუშაობს თვითმართვად ავტომობილებზე და სათვალეებით დანახულ დამატებით რეალობაზე.

წინა სტატიაMicrosoft-მა შესაძლოა Adnroid სმარტფონის გამოშვება გადაწყვიტა
შემდეგი სტატიამობილური პლატფორმისთვის Photoshop-ის სრული ვერსია შეიქმნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი