ფიტნეს ტრეკერი Mi Band 3-ის ალტერნატივად კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინა ჰიბრიდული საათის ახალი მოდელი Mijia Quartz Watch. ვიზუალურად ეს საათი არაფრით განსხვავდებ კლასიკჯური ქრონომეტრული საათისაგან. თუმცა თვისობრივად მოწყობილოას გარკვეული ინტელექტუალური ფუნქციები აქვს. მაგალითად, აქსესუარის გამოყენება ფიზიკური აქტივობის დასატრეკადაა შესაძლებელი.

Mijia Quartz Watch-ს აქვს მრგვალი ფორმა 40მმ-იანი ციფერბლატით. მასზე მოტავსებულია ორი ისარი, რომელიც აჩვენბს საათს და წუთებს. ასევე აქვს ერთი პატარა ისარი, რომელიც მიუთითებს განვლილი მანძილის შესახებ. სხვა სმარტ-ფუნციებიდან აქვს ლოკალური დროის ავტოატურად ამოცნობის შესაძლებლობა, შეხსენებების შეტყობინებები, შემოსული ზარების ჩვენება და მაღვიძარა. საათი სმარტფონს უკავშირდება Bluetooth 4.0-ის საშუალებით. სმარტფონიდან საათის მართვა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით.

გაჯეტი გამოდის სამი ფერის: შავი, ვერცხლისფერი და თეთრი. ბოლო ვარიანტს აქვს ნაცრიფერი ჩარჩოები. საათის კორპუსი წყალგამძლეა და უძლებს წნევას 30მეტრის სიღრმემდე. მოწყობილობა მუშაობს CR2430-ის სახეობის ბატარეაზე. დატენვა ყოფნის 6 თვემდე.

ჩინეთში Mijia Quartz Watch ხელმისაწვდომი იქნება 17 ივლისიდან 52 დოლარად.

წინა სტატიამობილური პლატფორმისთვის Photoshop-ის სრული ვერსია შეიქმნება
შემდეგი სტატიაბავშვების ინოვაციური გამოგონება განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი