მემორანდუმს ხელი ბლოკჩეინ აკადემიის დამფუძნებელმა დავით ჭუმბურიძემ და ბიქსტრიმის აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ არაბიანმა მოაწერეს.
მემორანდუმში მონაწილეობა მიიღეს ბიქსტრიმის წარმომადგენლებმა: ნოდარ ლომოურმა, და პაატა ადვალიანმა და ბლოკჩეინ აკადემიის წარმომადგენლებმა: ვახტანგ გურგენიძემ და ფრიდონ სტეფნაძემ.
ბლოკჩეინ აკადემიის მიზანია აამაღლოს ცნობიერება ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელი შეუწყოს პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებას. ისინი თანამშომლობენ ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან. Blockchain Academy-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან “University of Georgia“-ს ბლოკჩეინ ლაბორატორია და ქალაქ ამსტერდამში მოქმედი “CryptoAcademy“.
“ჩვენი გუნდი მოხარულია, გახდეს ბლოკჩეინ აკადემიის პარტნიორი, მასთან ერთად მიიღოს კრიპტოსამყაროს გამოწვევები და გახდეს ერთ-ერთი იმ კომპანიებიდან, რომლებიც დაინტერესებულ პირებს დაეხმარებიან და მიმართულებას მისცემენ ისეთი სწრაფად ცვალებადი საქმიანობისათვის, როგორიც არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიები.” – ნათქვამია კომპანია ბიქსტრიმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Bixtrim არის ინოვაციური კრიპტო-პლატფორმა, რომელიც კრიპტოგრაფიულ სამყაროში დღესდღეობით არსებულ ყველაზე მწვავე პრობლემებს ეხმიანება.