პირველად საქართველოში 3D ბეჭდვის ტექნოლოგია ნეიროქირურგიაში

საქართველოში 5 წლის ბიჭს თავის ქალა-ტვინის უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა.

ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე ბავშვს ნეიროქირურგებმა ოპერაციული ჩარევით სითხის ამოღებასთან ერთად თავის ქალის მოცულობა 32%-ით შეუმცირეს.

ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება.

სწორედ ამიტომ, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის ტექნოპარკის ფაბლაბში 3D პრინტერის დახმარებით ბავშვის თავის ქალის ზუსტი ანალოგი შეიქმნა, რომლის გრაფიკული ანალოგის დამზადებასაც 80 საათი დასჭირდა.

ოპერაცია 11 საათს გაგრძელდა. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ამჟამად ის რეაბილიტაციურ მკურნალობას გადის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *