პარიზში Blockchain & Bitcoin Conference France ჩატარდა, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი კომპანია Bixtrim-ის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ნოზაძე იყო.
მან ისაუბრა კომპანიისა, პროექტებისა და მიზნების შესახებ, ასევე განიხილა საქართველოს კრიპტო ბაზრის მდგომარეობა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიქსტრიმი ამავე ორგანიზაციის მიერ თბილისში ჩატარებული ღონისძიების, Blockchain & Bitcoin Conference Georgia, გენერალური სპონსორი იყო.
აღნიშნული კონფერენციის მთავარი თემები იყო:
•კრიპტოვალუტები: ინვესტიციები და შესაძლებლობები საფრანგეთში
•ბლოკჩეინი ბიზნეს პროცესებში
•ICO
•კრიპტოვალუტების რეგულაცია
•კრიპტოვალუტების ანალიტიკა და წინასწარი ვარაუდები
კონფერენციაში მონაწილეობდნენ კრიპტო ბაზრის ლიდერები, ინდუსტრიის ექსპერტები, ინვესტორები და დეველოპერები ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Microsoft, IBM Cloud France, East-West Digital News და ა.შ.