23 ივლისიდან – 6 აგვისტოს ჩათვლით, ტექნოპარკში საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ორგანიზებით ორ კვირიანი ბანაკი „თამაშების შექმნის საწყისებზე“ გაიმართება.
ბანაკი განკუთვნილია 13-17 წლის ახალგაზრდა დამწყებებისათვის, ან მათთვის, ვისაც მცირედი გამოცდილება აქვს თამაშების შექმნაში.
2 კვირის განმავლობაში ისინი ისწავლიან ყველაფერს, რაც სჭირდებათ იმისთვის, რომ დაიწყონ თავიანთ მცირე პროექტებზე მუშაობა და განავითარონ თავისი ცოდნა.
რა იგულისხმება „საწყისებში“?
3D მოდელირება
ანიმაციები
მოდელების ოპტიმიზაცია თამაშებისთვის
C# (პროგრამული ენა)
ვიზუალური პროგრამირება
თამაშის კონცეფციაზე მუშაობა
აღსანიშნავია, რომ ბანაკი უფასოა.
როგორ მივიღო მონაწილეობა?
შეავსეთ ამ ბმულზე მოთავსებული ფორმა და დაელოდეთ ზარს საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბიდან – https://goo.gl/forms/xQutgy2cGyLutiUL2