საქართველოს უნივერსიტეტი საზაფხულო ICT ბანაკს მოაწყობს

25-29 ივლისს, ბაზალეთის ტბაზე საქართველოს უნივერსიტეტი საზაფხულო ბანაკს მოაწყობს, რომლის მიზანიც საინფორმაციო, კომპიუტერული და მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებისთვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებში არსებული თანამედროვე პრობლემებისა და მიმართულებების გაცნობა, სხვადასხვა აქტუალური საკითხის სიღრმისეულად შესწავლა, საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხების გააზრება და პრობლემის გადაჭრის გზების მეცნიერული მიდგომის უნარების გამომუშავებაა.

ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ ტექნიკური, სამართლისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს.

აღნიშნული ბანაკი მოიცავს, როგორც სემინარებს, ასევე ლაშქრობას, კინოჩვენებებს, სპორტულ და გასართობი აქტიობებსა და ა.შ.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ 24 ივლისის ჩათვლით – https://form.jotform.me/81972702660459

აღსანიშნავია, რომ ბანაკში მონაწილეობა უფასოა, რაც მოიცავს მგზავრობას, სამჯერად კვებასა და საცხოვრებელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *