25-29 ივლისს, ბაზალეთის ტბაზე საქართველოს უნივერსიტეტი საზაფხულო ბანაკს მოაწყობს, რომლის მიზანიც საინფორმაციო, კომპიუტერული და მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებისთვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებში არსებული თანამედროვე პრობლემებისა და მიმართულებების გაცნობა, სხვადასხვა აქტუალური საკითხის სიღრმისეულად შესწავლა, საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხების გააზრება და პრობლემის გადაჭრის გზების მეცნიერული მიდგომის უნარების გამომუშავებაა.

ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ ტექნიკური, სამართლისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს.

აღნიშნული ბანაკი მოიცავს, როგორც სემინარებს, ასევე ლაშქრობას, კინოჩვენებებს, სპორტულ და გასართობი აქტიობებსა და ა.შ.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ 24 ივლისის ჩათვლით – https://form.jotform.me/81972702660459

აღსანიშნავია, რომ ბანაკში მონაწილეობა უფასოა, რაც მოიცავს მგზავრობას, სამჯერად კვებასა და საცხოვრებელს.

წინა სტატია29-30 სექტემბერს კონფერენცია – DevOps Con Tbilisi 2018 გაიმართება.
შემდეგი სტატიასაქართველო ევროპის ბიზნეს ენჯელების ქსელის სრულფასოვანი წევრი გახდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი